top of page
pexels-thirdman-5584052 (1).jpg

ბიზნეს მიმართულებები

პროექტის განვითარება

პროექტის განვითარება, წარმატებული შედეგის მისაღწევად, მნიშვნელოვანი კომპონენტია. აქედან გამომდინარე, ენერჯი სოლუშენსის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს მიმათულება სწორედ პროექტის განვითარებაა. იგი მოიცავს პროექტის საწყის ეტაპზე იდენტიფიცირებას,  საჭირო და აუცილებელი კვლევების ჩატარება-შესრულებას. დაფინანსების მოპოვებასა და პროექტის ყოველდღიური მენეჯმენტის წარმართვას.

საკონსულტაციო მომსახურება

ჰიდრო ენერგეტიკულ საქმიანობაში ენერჯი სოლუშენსის ერთ-ერთ ბიზნეს მიმართულებას საკონსულტაციო მომსახურება წარმოადგენს, რაც გულისხმობს სრულ ტექნიკურ, ფინანსურ და იურიდიულ მხარდაჭერას. ბაზრისა და აქტივების ანალიზს, მდგომარეობის შეფასებას. პროექტის განხორციელების ადრეულ ეტაპზე ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევებს და ასევე არსებული ჰიდროენერგეტიკული პროექტების ოპტიმიზაციას.

მენეჯმენტი

ენერჯი სოლუშენსი ჰიდროენერგეტიკულ საქმიანობას ახორციელებს 2014 წლიდან. ამ დროის განმავლობაში, კომპანიამ განავითარა ისეთი ბიზნეს მიმართულება, როგორიცაა მშენებარე ან/და მიმდინარე პროექტების მენეჯმენტი, ასევე ექსპლუატაციაში გაშვებული სადგურების ეფექტური მართვა.

ელექტრო ენერგიით ვაჭრობა

ელექტრო ენერგიით ვაჭრობას 2019 წლიდან ახორციელებს ენერჯი სოლუშენსის შვილობილი კომპანია, თრეიდინგ სოლუშენსი.

ინფრასტრუქტურული მშენებლობა

ჩვენ ვახორციელებთ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კომპლექსური ობიექტების მაღალი ხარისხის მშენებლობას, მათ შორის ქვესადგურების, გადამცემი ხაზებისა და ბალანსის ინფრასტრუქტურის. მრავალწლიანი დეველოპერული გამოცდილებაზე დაფუძნებით, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების დაცვას, ეფექტურ პროექტის მართვას და საიმედო შესრულებას მშენებლობის ყველა ეტაპზე.

© ყველა უფლება დაცულია | Energy Solutions | 2023

bottom of page