ჩვენს
შესახებ
შპს ენერჯი სოლუშენს დაარსდა 2014 წელს, უცხოელი ინვესტორის JVI Vastgoed Investments V B.V.-ს (ნიდერლანდები) მონაწილეობით;
ჰიდრო ენერგეტიკულ საქმიანობაში ენერჯი სოლუშენსის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს პროექტების განვითარება და საკონსულტაციო მომსახურება:
-
პროექტის განვითარება მოიცავს პროექტების იდენტიფიცირებას საწყის ეტაპებზე, საჭირო კვლევების ჩატარებას, აუცილებელი კვლევების შესრულებას, დაფინანსების მოპოვებასა და პროექტის ყოველდღიური მენეჯმენტის წარმართვას წარმატებული შედეგის მისაღწევად;
-
საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს სრულ ტექნიკურ, ფინანსურ და იურიდიულ მხარდაჭერას, მათ შორის ახალი პროექტების განსაზღვრას და არსებული ჰიდროენერგეტიკული პროექტების ოპტიმიზაციას;
ენერჯი სოლუშენსმა საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ ბიზნესში შექმნა ყველაზე მყარი, სანდო მენეჯმენტისა და საკონსულტაციო ჯგუფი და განახორციელა 20-ზე მეტი პროექტი.

გუნდი

მმართველი დირექტორი
გიორგი აბრამიშვილმა თავისი კარიერა გაატარა სხვადასხვა ბიზნესის სფეროებში წამყვან მენეჯერულ თანამდებობებზე. გიორგის 25 წელზე მეტი ხნის კარიერა მოიცავს კერძო სექტორში (მათ შორის ენერგეტიკის დარგში) მუშაობას.
მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა სხვადასხვა მასშტაბის ენერგეტიკული პროექტები (450 მგვტ ნამახვანის ჰესი, 230 მგვტ სიმძლავრის გარდაბანის თბოელექტროსადგური, 18 მგვტ სიმძლავრის ლახამი ჰესი, 250 კვტ ჰიდროელექტროსადგური). აღსანიშნავია, რომ ყველა პროექტს მხარს უჭერდნენ საერთაშორისო ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. გარდა ამისა, გიორგი აბრამიშვილს ეკავა წამყვანი პოზიციები სხვადასხვა ენერგეტიკულ ორგანიზაციაში, როგორიცაა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია.
ენერგეტიკის სექტორში ჩართვამდე გიორგიმ დიდი გამოცდილება დააგროვა უძრავი ქონების განვითარების, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და გამომცემლობის მიმართულებით (ჰოლანდიური სახლი, გერმანული საერთაშორისო თანამშრომლობის კორპორაცია - G.I.Z, გამომცემლობა Siesta).
გიორგი აბრამიშვილმა დაამთავრა University of Saarland, გარდა ამისა, სწავლობდა გლობალური ენერგიის მენეჯმენტს კოლორადოს უნივერსიტეტში.

მმართველი ტექნიკური დირექტორი
არჩილ ძნელაძეს დიდი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის სექტორში - ტექნიკური პროექტების დიზაინის, შესწავლა ექსპერტიზისა და ობიექტების ექსპლუატაციის სფეროში.
კარიერის სხვადასხვა ეტაპზე, არჩილი იკავებდა წამყვან პოზიციებს ჰიდრო, თბო და მზის ენერგიის სფეროებში, სადაც მუშაობის პერიოდში მან აღასრულა სხვადასხვა კონტრაქტები სეთ საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებთან, როგორიცაა EDF, Stucky, Colenko, Electrowat, UkrHydro, Tesla (საქართველო) , ენგურჰესი.
არჩილი ხელმძღვანელობდა ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ-ს ქვეყნებში (ენგურჰესი, ხუდონჰესი, ლახამის ჰესების კასკადი, არაგვი ჰესების კასკადი, უკრაინა ჰესები, გარდაბნის თერმო, 500/330 /220 კვ გადამცემი ხაზები საქართველოში).
არჩილ ძნელაძე, როგორც მენეჯმენტის გუნდის წევრი სხვადასხვა პროექტებში თანამშრომლობდა Posch & Partners Consulting Engineers, KfW, EBRD, World Bank, PA Government Services Inc./Winrock International და სხვებთან. ამჟამად არჩილი მართავს მოქმედ სადგურებს, როგორიცაა ლახამი 1 და 2 და არაგვი 1 და 2.
